გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
კერძოდ, 21 თებერვალს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს.
ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
22 თებერვლიდან ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსამდე იქნება.