LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დღეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვა

153

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით საქართველოს 2 დღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა.

დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

1 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ კი, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება. მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში პირველ აგვისტოს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g