LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დიდთოვლობაა – საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა აკრძალულია

308
247579189 (2)

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია.

ახალციხე-ნინოწმინდის- სომხეთის რესპუბლიკის საზღვართან,  საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 90-კმ 112 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ17-კმ106 (მცხეთიჯვარი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

9-11 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად აცივდება

ახალქალაქი-კარწახის თურქეთის რესპუბლიკის საზღვართან და ასევე ჩუმათელეთი-ხუნევი მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ხოლო რაც შეეხება ფარავნის უღელტეხილს აქ დიდთოვლობის და დაბალი ხილვადობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g