მთავრობის მეთაურის შეფასებით, ავსტრიული კომპანიის OMV Petrom-ის ინტერესი, რომ საქართველოში დაიწყოს გაზის ძებნა-ძიების სამუშაოები, მიუთითებს რომ ქვეყანაში კარგი ბიზნესგარემოა.
„მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ შეთანხმებას, რომელიც გააფორმა ეკონომიკის მინისტრმა ქალბატონმა ნათია თურნავამ, ერთ-ერთ უდიდეს ავსტრიულ კომპანია OMV Petrom-თან. შეთანხმება ითვალისწინებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოების დაწყებას საქართველოში, შავი ზღვის აკვატორიაში. მინდა, კიდევ ერთხელ სიხარულით აღვნიშნო ეს ფაქტი. როდესაც ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიც არის OMV Petrom, გამოხატავს სრულ მზაობას, ძალიან მალე დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება საქართველოში, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი ბიზნესგარემო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავსტრიული OMV Petrom საქართველოში ნავთობის მოპოვებას იწყებს