LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ელექტროენერგიის საბაზრო ფასი მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ჩამოყალიბდება

92
128604567_3800417249982006_1642225897147772220_n

მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით, ენერგეტიკული ბაზრის ამოქმედების შემდეგაც, მოსახლეობა და მცირე და საშუალო ბიზნესი ელექტროენერგიას კვლავ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებით მიიღებს.

რაც შეეხება თავად ენერგეტიკული ბირჟის მუშაობის პრინციპს, ნარმანიას განმარტებით, პირველ ეტაპზე, ბაზარზე ყველაზე მსხვილი 22 კომპანია გავა, ელექტროენერგიის საბაზრო ფასი კი მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ჩამოყალიბდება.

„ახალი ბაზარი ეს არის ევროპული ტიპის ყაიდაზე დაფუძნებული ელექტროენერგიის ბაზარი, სადაც მომხმარებლები და მიმწოდებლები ბირჟაზე ივაჭრებენ ელექტროენერგიით. პირველი ეტაპი არის ყველაზე მსხვილი 22 კომპანიის გასვლა ბაზარზე. თუ ადრე ეს მომხმარებლები „თელასიდან“ და „ენერგო-პროდან“ ყიდულობდნენ ენერგიას, შემდეგ უკვე „თელმიკოდან“ და „ენერგო-პროდან“, ბაზრის გახსნის შემდეგ ეს 22 კომპანია ბაზარზე იყიდის ენერგიას. შეეძლებათ წინა დღეს დადონ განაცხადი მომდევნო დღის ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. ბაზარზე იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები – ჰიდროელექტროსადგური, თბოსადგურები, იმპორტიორები, რომელთაც ექნებათ ენერგია გასაყიდი და მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე საბაზრო ფასი ჩამოყალიბდება. ცოტა მოგვიანებით ჩაერთვება ბაზარი, როდესაც საათობრივად შეძლებენ ეს კომპანიები იყიდონ ენერგია ბაზარზე. საათობრივი ვაჭრობის მთავარი სიკეთე არის ის, რომ არაპიკურ საათებში ენერგია იქნება გაცილებით იაფი, ვიდრე პიკურ საათებში, შესაბამისად, მათ შეეძლებათ თავიანთი წარმოება, საქმიანობა დაგეგმონ ისეთნაირად, რომ უფრო იაფი ენერგიით შეძლონ პროდუქციის წარმოება და ამით პროდუქციის თვითღირებულება შეამცირონ, ესაა ერთ-ერთი მთავარი სიკეთე ამ ყველაფრის.

რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ, როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი გაზის ნაწილში – ნარმანია

რაც შეეხება მოსახლეობას და მცირე და საშუალო ბიზნესს, ჩვენი კანონმდებლობით ესენი არის უნივერსალური მომსახურების ქვეშ მყოფი პირები, რომელთაც ტარიფს კვლავ მარეგულირებელი კომპანია დაუდგენს. ვინაიდან მათთვის რთულია კომპიუტერის მეშვეობით ყოველდღიურად ბაზარზე ყიდვა, ისინი სტანდარტული პირობებით, როგორც აქამდე იღებდნენ ენერგიას, კვლავ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებით მიიღებენ. ცოტა უფრო გვიან, ბუნებრივი გაზის ბაზრის რეფორმაც დაიწყება და როგორც ელექტროენერგიის სექტორში, აქაც გაიხსნება ბაზარი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g