LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ელექტრომობილების წარმოება შესაძლებელი ხდება

57

საქართველოში ელექტროავტობუსების მწარმოებელი პირველი ქარხნის აშენება იგეგმება. როგორც “ფორტუნასთან” კომპანია “ფრეგობასის” დირექტორმა განაცხადა, მათ მიერ აშენებული ქარხნის საწარმოო ხაზში, ელექტროავტობუსების გარდა, ბევრი რამის გაკეთება იქნება შესაძლებელი. მათ შორის, განიხილება მინი ბასების და მიკროავტობუსების საკითხიც. თუმცა, ორიენტირი ელექტროავტობუსები იქნება.

აქ იქნება შესაძლებელი, როგორც ავტობუსების ისე სხვა ტიპის ელექტრომობილების აწყობა. ორიენტირი გვაქვს ელექტოავტობუსებზე და ვფიქრობთ მინიბასებსა და მიკროავტობუსებზე“, – განაცხადა მურმან პატარაიამფორტუნასთან“.

ელექტროავტობუსების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას ქართული კომპანია ფრეგობასი, ჩინურ კომპანიასთან ZTE და გერმანულ Eurobus-თან ერთად იწყებს. ამ დროისთვის 4 საავარუდო ლოკაციიდან ერთ-ერთის არჩევის პროცესი მიმდინარეობს. როგორც „ფორტუნასთან” კომპანია “ფრეგობასის” დირექტორმა, მურმან პატარაიამ განაცხადა, დაახლოებით 3-4 თვეში დასრულდება კვლევა, რომელსაც ისინი ატარებენ და ქარხნის მშენებლობა დაიწყება. მისი პროგნოზით, საწარმო პირველ ელექტროავტობუსს წელიწადნახევარში გამოუშვებს. ნახეთ ვრცლად, როგორი იქნება და სად გაიყიდება პირველი ქართული ელექტროავტობუსები: სულ რაღაც წელიწადნახევარში: როგორი იქნება ქართული ელექტროავტობუსები (ფოტო)

პოპულალურები