LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების იმპორტი გაიზარდა

144

საქართველოში ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ტიპის ავტომობილების იმპორტი იზრდება.  2017 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში 328 ელექტრომობილი და 9 870 ჰიბრიდული ტიპის ავტომობილია იმპორტირებული. ამის შესახებ შსს-ს სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.

სტატისტიკის თანახმად, 2015-2016 წლებთან შედარებით საქართველოში იმპორტირებული მსგავსი ტიპის ავტომობილების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. 

კერძოდ, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში 5 ელექტრომობილისა და 1317 ჰიბრიდული ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, 2016 წელს კი ქვეყანაში 34 ელექტრომობილი და 5390 ჰიბრიდული ავტომობილი შემოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g