LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ერთდღიანი ვიზიტები კვლავ დაბალ ნიშნულზეა

85
shutterstock_794346970

2022 წლის აპრილში საქართველოს 214,644 ვიზიტორი ეწვია, რაც 160.1%- იანი წლიური ზრდაა და 2019 წლის დონის 39.0%-ია, – ამის შესახებ საუბარია Galt & Taggart-ის ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაში. ორგანიზაციის ცნობით, ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ტურისტების ზრდით, რომელმაც 2019 წლის დონის 52.3% შეადგინა (წინა თვეში – 48.5%). ერთდღიანი ვიზიტები კვლავ დაბალ ნიშნულზე იყო და 2019 წლის დონის მხოლოდ 16.0% შეადგინა, მეზობელი ქვეყნების საზღვრის კვეთის მკაცრი რეგულაციების გამო.

რაც შეეხება შემოსავლებს, Galt & Taggart-ის ცნობით, აპრილში ტურიზმის შემოსავალმა 188.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.8-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და 2019 წლის დონის 70.6%- ია (წინა თვეში – 71.3%).

„საბაზისო სცენარით, 2022 წელს ტურიზმის შემოსავლების 75%-იან აღდგენას ვპროგნოზირებთ 2019 წელთან შედარებით, თუმცა მიგრანტების ეფექტის გათვალისწინებით, უფრო სწრაფი აღდგენის (85%) ალბათობა გაზრდილია“, – წერია Galt & Taggart-ის ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაში.

მათივე ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოს 0.7 მლნ ვიზიტორი ეწვია (+244.1% წ/წ, 2019 წლის დონის 38.9%) და შემოსავალმა 582.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (+463.1% წ/წ, 2019 წლის დონის 68.9%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g