LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ესპანური კომპანიების ინიციატივით სანერგე მეურნეობა მოეწყობა

123

ნერგების მწარმოებელი ესპანური კომპანიები Dereza Iberico და Provedo სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრის  ხეხილისა და აგროსატყეო უნიკალურ ნერგებს უფასოდ გადასცემს.

მომავალში, ესპანური კომპანიები Dereza Iberico და Provedo საქართველოში სანერგე მეურნეობის მოწყობასაც გეგმავენ.

ამის შესახებ კომპანიების წარმომადგენლების და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძესთან და სოფლის მეურნეობის  სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორ ლევან უჯმაჯურიძესთან შეხვედრისას გადაწყდა.

მხარეებმა სანერგე მეურნეობებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის განცხადებით, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის, კერძოდ კი, მეხილეობის განვითარებისთვის  ახალი, კონკურენტუნარიანი ჯიშების შემოტანა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე კომპანია Provedo-ს წარმომადგენელმა, ქართულ მხარეს  კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. Provedo-ს საქმიანობა სანერგე მეურნეობაში ხეხილის  ახალი ჯიშების ნატურალური მეთოდით  გამოყვანას მოიცავს. ნერგების შემოწმებას კომპანია საკუთარ ლაბორატორიებში ახორციელებს.

მხარეები შეთანხმდნენ სამომავალო თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც   ახლო  შეხვედრაზე  გადაწყდა, რომ ესპანური კომპანიების მიწვევით, ქართველი სპეციალისტები ესპანეთში გაემგზავრებიან, კომპანიების  სანერგე მეურნეობებს დაათვალიერებენ და წარმოების თანამედროვე  ტექნოლოგიებს ადგილზე გაეცნობიან. უნდა აღინიშნოს, რომ  ევროპის  ქვეყნებს შორის ესპანეთი კურკოვანი ხილის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესპანური კომპანიის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზები დაათვალიერეს, ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს და ხეხილოვანი კულტურის გასხვლის თანამედროვე ტექნოლოგია გააცნეს.

magti 5g