ქეთი მექერიშვილი მომხმარებელს მინისგან დამზადებულ აქსესუარებს – საათებს, სარკეებსა და თეფშებს სთავაზობს.
როგორც ”ფოტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის დამფუძნებელმა, ქეთი მექერიშვილმა განაცხადა, მსურველებს ინტერიერისა და ექსტერიერის გასაფორმებელი დეკორატიული ნივთების შეძენაც შეუძლიათ. პროდუქციის ფასები კი 8 ლარიდან იწყება 2500 ლარამდე ადის.
მისივე ინფორმაციით, მაღაზია ორიენტირებულია დამკვეთის სურვილებზე და შესაბამისად, აქ კლიენტის სასურველ დიზაინს ქმნიან. ”ჩვენ ვმუშაობთ ქართულ მინაზე, რომელიც ძალიან იშვიათია და თითქმის ევროპულის იდენტურია” ,- განაცხადა ქეთი მექერიშვილმა.
მსურველებს დეკორატიული ნივთების დათვალიერება დიზაინერის Facebook გვერდის საშუალებით ( https://goo.gl/13xClY ), ხოლო შეძენა GTC- ის სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე შეუძლიათ.