“საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინამდე, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა,” – ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
გამყრელიძის განცხადებით, მარტში საქართველოში ვაქცინაციის პროცესი „აუცილებლად დაიწყება“. ის ასევე განმარტავს, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები ძალიან ბევრ კომპანიასთან მიმდინარეობს.
„მოლაპარაკების იმ წერტილამდე ვართ მისული, რომ მარტში იქნება შესაბამისი დოზები. დიდი ალბათობით „ასტრაზენეკა“ დაასწრებს „ფაიზერს“, მაგრამ მომავალი კვირას „ფაიზერთან“ გვაქვს ტელეკონფერენცია, სადაც გვეცოდინება „ფაიზერის“ ბოლო გადაწყვეტილება. „ასტრაზენეკას“ გარკვეული დოზები, დიდი ალბათობით, დაასწრებს და ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყება მარტში იმ სქემით, რომელიც ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვითაა გათვალისწინებული. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ძალიან ბევრ კომპანიასთან, ასევე თვალყურს ვადევნებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურ სიას, რომელიც უკეთებს დასტურს სხვადასხვა ვაქცინას, რომ ის აღიარებულია. პარალელურად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კოვაქსთან, ასევე 4-5 მწარმოებლებთან, დამატებით დოზებთან მიმართებით“, – განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” გამყრელიძემ.
ვაქცინაციის თაობაზე – ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანმო-ს ხელმძღვანელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა