უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, მთავრობის ინიციატივით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობით იწყებს ფართომასშტაბიან კამპანიას – #აწარმოეუკრაინისთვის.
სააგენტო უზრუნველყოფს კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქციის გაგზავნასა და საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის გადაცემას.
ინიციატივაში უკვე ჩაერთნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები და აღნიშნულში ჩართვის შესაძლებლობა აქვს ყველა ქართულ კომპანიას, რომელიც შეძლებს შემდეგი სახის პროდუქციის მოწოდებას: https://bit.ly/3HGv3tL
უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვისთვის, უნდა შეავსოთ ფორმა – https://bit.ly/3hnb8oL
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დარეკეთ ნომერზე – 1525.
