LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ფრენების მიმართულებით განრიგში ცვლილებები შედის

361
nataxtari

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დღეიდან 31 მაისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით შიდა რეისები დროებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, ნატახტარის აეროპორტიდან განხორციელდება. ცვლილებები ბათუმის მიმართულებით სამგზავრო ტიპის ავიახომალდსაც შეეხება.

საშუალო ზომის საჰაერო ხომალდის ნაცვლად, ფრენები დროებით, მცირე ზომის L-410 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

„თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს საშუალო ზომის, ემბრაერის ტიპის ხომალდი ასრულებდა, რომელიც ამჟამად ტექნიკურ შემოწმებას გადის. განრიგში ცვლილებები სწორედ ამიტომ შევიდა და საჰაერო ხომალდიც და აეროპორტიც შეიცვალა. თბილისიდან ნატახტარში მგზავრებს, როგორც მესტია-ამბროლაურის რეისებზე, ბათუმის მიმართულებითაც, თბილისის ცენტრიდან (პირველი რესპუბლიკის მოედანი, ველოსიპედის მონუმენტის მოპირდაპირე მხარე) უფასო მიკროავტობუსი მოემსახურებათ.

მგზავრებს გთხოვთ, ბილეთის შეძენისას ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets

გაითვალისწინოთ ცვლილება და ბათუმში გამგზავრებისას თბილისის ნაცვლად ნატახტარი მონიშნეთ. ცვლილებები მესტიის მიმართულებით ფრენებსაც შეეხება. ავიარეისები პარასკევისა და კვირის ნაცვლად, ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით ხუთშაბათს და შაბათს განხორციელდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g