LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გაერთიანებული სამეფოდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა

73

თითოეული ტურისტი დამატებითი შემოსავალია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ბიუჯეტში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან საქართველოში შემოსული ტურისტების მაჩვენებლებზე ისაუბრა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ივნისში ტურისტების 43%-იანი ზრდაა. მისივე თქმით, ივნისში საქართველოს 330 000-მდე ტურისტი ეწვია.

„ეს არის იმ ტურისტების რიცხვი, რომლებიც 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან საქართველოს ტერიტორიაზე. მათი რაოდენობა თითქმის 99 000-ით გაიზარდა 2016 წლის ივნისის მაჩვენებელთან შედარებით. 6 თვის მონაცემებით, ტურისტების რაოდნობა არის 29%-ით გაზრდილი, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი მაჩვენებელია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ტურისტების შემოსვლა იზრდება როგორც რეგიონის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან.

„მაგალითად, ავსტრიიდან არის 54%-იანი ზრდა, ნიდერლანდებიდან 36%-იანი, გერმანიიდან 32%, გაერთიანებული სამეფოდან 28%. იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენები ლონდონის მიმართულებით, როგორც ქუთაისიდან, ასევე თბილისიდან, კიდევ უფრო მეტი ტურისტი შემოვა გაერთიანებული სამეფოდან. ასევე საფრანგეთიდან გაზრდილია 23%-ით, ლიტვა 17%. ამასთან, აზიის ქვეყნებიდან არის მნიშვნელოვნად გაზრდილი ტურისტების მაჩვენებლი. რატომ გვიხარია ეს მაჩვენებელი? – იმიტომ, რომ დამატებით შემოსული თითოეული ტურისტი, არის დამატებითი შემოსავალი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ბიუჯეტში და იმ ადამიანების ბიუჯეტში, რომლებიც სხვადასხვა ფორმით სარგებელს იღებენ – იქნება ეს ვაჭრობა, მცირე სასტუმროები, ტრანსპორტი და სხვადასხვა ტიპის მომსახურება. ასევე სოფლის მეურნეობა, რომლის პროდუქტი ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვის და ა.შ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძალისხმევა და ინვესტიციები ასევე ამ მიმართულებით გავაძლიეროთ, რათა ეს პოტენციალი ჩვენმა ქვეყანამ სრულად გამოიყენოს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g