LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში ენერგოკრიზისის დასაძლევად, ლიზ ტრასმა $150-მილიარდიანი გეგმა მოამზადა

46
1200x-1

დიდი ბრიტანეთის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ენერგოკრიზისის დასაძლევად $150-მილიარდიანი გეგმა შეიმუშავა.

ლიზ ტრასის ეკონომიკური გუნდის მიერ მომზადებული გეგმა საგადასახადო შეღავათებს, სატარიფო სუბსიდიებს და პირდაპირი დაფინანსების პროგრამებს მოიცავს.

„გადასახადების შესამცირებლად და ჩვენი ეკონომიკის გასაძლიერებლად, გაბედულ გეგმას შემოგთავაზებთ. გავუმკლავდები ენერგოკრიზისს, მოვაგვარებ კომუნალური გადასახადების საკითხს და ამასთან ერთად, მოვაგვარებ ენერგომომარაგაებასთან დაკავშირებულ გრძელვადიან საკითხებს“, – განაცხადა ლიზ ტრასმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

პროგრამა 18 თვეზეა გათვლილი და ის მასშტაბების გათვალისწინებით ბრიტანეთის ისტორიაში უპრეცედენტოა.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება ხანგრძლივი სკანდალების მთელი სერიის შემდეგ მიიღო. ის  შოტლანდიაში, დედოფალ ელისაბედ მეორესთან გაემგზავრება და მისგან პოსტის დატოვების თაობაზე ოფიციალურ დასტურს მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები