LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გამოკითხულთა 53% აცხადებს, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგია – NDI

70
gaikeTebda Tu ara

მოსახლეობა კორონავირუსის აცრის მიმართ კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი.  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში აიცრებოდა, ხოლო 53%  ვაქცინაციის წინააღმდეგია.

კითხვაზე, რატომ არ აიცრებოდით, გამოკითხულთა 48 % პასუხობს, რომ არ ენდობა კორონავირუსის ვაქცინაციის ხარისხს.

 

 

ცნობისთვის, NDI-ის კვლევები დღეს გამოქვეყნდა, საველე სამუშაოები ჩატარებულია  17-24 თებერვალში. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g