საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პრემიერის რაინერ ჰაზელოფის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, საქართველოში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტი იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„რამდენიმე დღეში გერმანიაში საქართველოს პრემიერმინისტრს ველოდებით. უახლოეს მომავალში, კანცლერი ანგელა მერკელი გეგმავს თქვენ ქვეყანაში სტუმრობას. დიდი სურვილი მაქვს, ამ დელეგაციის წევრი მეც ვიყო, რადგანაც მინდა, თქვენი ქვეყნის უფრო ახლოს გაცნობა, სხვადასხვა მიმართულებით. კარგია, რომ ჩვენი პარტნიორობა უფრო ინტენსიური და მჭიდრო ხდება. ეს ორივე ქვეყნისთვის ძალიან დიდი მიღწევაა“, – განაცხადა საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრმა.