LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ღვინის ბრიტანელი ექსპერტები იმყოფებიან

114
ღვინო

ქართული ღვინის ინდუსტრიის გაცნობის ტურის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, საქართველოში ღვინის ბრიტანელი მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Swirl Wine Group“ ხელმძღვანელი სარა ებოტი და ღვინის პროფესიონალების 12-კაციანი ჯგუფი იმყოფება.

სტუმრები ჯერ კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ეწვივნენ და სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები დააგემოვნეს, შემდეგ კი თბილისში,  სპეციალურად მათთვის გამართულ დეგუსტაციაზე შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ  15 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს. ღონისძიების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა  B2B ფორმატშიც. ღვინის ქართველმა მწარმოებლებმა  ბრიტანელი პროფესიონალებისგან შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს. აღნიშნულ ღონისძიებაზე  საქართველოს ლანდშაფტისა და ტერუარების,  ქართული ღვინის ისტორიის და მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მრჩეველმა ირაკლი ჩოლობარგიამ ჩაატარა.

ქართული ღვინისთვის დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები