LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გლოვის დღეა – მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

98
ფხგ

საქართველოში დღეს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულებს გლოვობს.

ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, მათ შორის მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების, პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზე დროშები 00:00 საათიდან დაუშვეს.

მთელი დღის განმავლობაში გაიმართება დაღუპულთა მემორიალური ღონისძიებები.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.

საავადმყოფოშია მოთავსებული 37 წლის მამაკაცი.

ექიმები პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ, თუმცა უკვე სტაბილურად აფასებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები