16 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ რიგით მესამე საერთაშორისო HR კონფერენცია აიღებს სტარტს. ღონისძიებაში, რომლის თემაა – “ტექნოლოგიური ერა და HR”-ი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 14 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
კონფერენციაზე სპიკერთა შორის – წამყვანი ქართული კომპანიების ხელმძღვანელების, HR ექსპერტების, მარკეტინგის, კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების, გაყიდვების მიმართულების პროფესიონალების გარდა- ლატვიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები არიან.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორი HR პროფესიონალთა გილდიაა, სპონსორი კი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა.