საქართველოს ბაზარზე ინოვაციური პრეპარატების ხელმისაწვდომობა გაიზარდა – საქმე ისაა, რომ კომპანია „ფიკ მედიკალი“ საქართველოში მსოფლიოში უდიდესი ისტორიისა და გამოცდილების მქონე უმსხვილესი კომპანიაა RECORDATI-ის ოფიციალური წარმომადგენელია.
RECORDATI გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და თანამედროვე ფარმაცევტული ჯგუფი, რომლის წარმატების გასაღები მუდმივ ძიებაშია, რაც აისახება ახალი და ინოვაციური მედიკამენტების შექმნასა და მათ სწორ მენეჯმენტზე. RECORDATI 1926 წელს დაარსდა იტალიაში და უკვე 90 წელზე მეტია წარმატებულად ფუნქციონირებს. დღეს, კომპანია მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მათ შორის საქართველოშიც, „ფიკ მედიკალის“ წყალობით.
აღსანიშნავია, რომ თავად „ფიკ მედიკალი“ წარმატებულად ფუნქციონირებს და თავისი წვლილი შეაქვს ქართული ფარმაცევტული საქმიანობის წინსვლაში. ამ პერიოდში, კომპანიამ დაარეგისტრირა RECORDATI-ს მიერ წარმოებული არაერთი ახალი და ინოვაციური მედიკამენტი და ამით შესაძლებელი გახადა საქართველოს ბაზარზე ახალი და თანამედროვე პრეპარატების ხელმისაწვდომობა, რომლებიც სხვადასხვა რთული პათოლოგიების მკურნალობის მსოფლიო სტანდარტს წარმოადგენს. დღეს ასეთი მედიკამენტები „ფიკ მედიკალი“-ს წარმომადგენლობის აქტიური მცდელობით, საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია ოტორინოლარინგოლოგიაში, უროლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში, კარდიოლოგიასა და გინეკოლოგიაში.