პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჯონ ქერის ვიზიტი იქნება კიდევ ერთი დადასტურება ნატოს სამიტის წინ აშშ-ის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მყარი მხარდაჭერისთვის. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს ვიზიტი წინასწარ დაანონსებულია, თუმცა საბოლოო დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებს. ”დეტალები დაზუსტდება და გამოცხადდება. ჩვენ რა თქმა უნდა დიდი სიხარულით ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის ვიზიტს” – განაცხადა კვირიკაშვილმა.