LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში Konica Minolta-ს ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა

345
https---s3-ap-northeast-1.amazonaws.com-psh-ex-ftnikkei-3937bb4-images-0-0-4-2-21232400-1-eng-GB-コニカミノルタ20190613111458586-Datare

საქართველოში კომპანია „კონიკა მინოლტას“ ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. ოფისის გახსნას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ კლასტერი „კონიკა მინოლტას“ ტოპ-მენეჯმენტი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.

Konica Minolta Business Solutions Georgia, რომელმაც საქართველოში მუშაობა 2019 წლის მაისში დიწყო, ბიზნესის სისტემური სერვისის აწყობის მიმართულებით საქმიანობს.

Konica Minolta სხვადასხვა მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს, მათ შორისაა: ბეჭდვისა და დოკუმენტბრუნვის სერვისები.

აღსანიშნავია, რომ Konica Minolta დიდი ხანია წარმატებით მუშაობს კავკასიის ბაზარზე. იგი ამ დრომდე საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ტექნიკას და გადაწყვეტილებებს, პარტნიორული ქსელის მეშვეობით აწვდიდა. რეგიონში ბიზნესის მომწიფებამ და საპარტნიორო არხის წარმატებამ გვაჩვენა, რომ კავკასიის რეგიონი, მზადაა სრულფასოვანი ოფისის გასახსნელად. სწორედ ამიტომ, „შპს კონიკა მინოლტა ბიზნეს სოლუშენს ჯორჯიამ“ გადაწყვიტა, დაეწყო საქმიანობა თბილისში ა/წ-ის 31 მაისს.

კავკასიის გუნდს, ლოკალური ბიზნესის აგებაში უკრაინული ოფისი ეხმარება, რომელიც ტრანსფორმაციის საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა, დაეხმარება კომპანიას განვითარებაში და მუშაობის პირველ წლებში ხელს შეუწყობს ქართველ კოლეგებს.

შპს „კონიკა მინოლტა ბიზნეს სოლუშენს ჯორჯია“  საქმიანობის პირველ ეტაპზე, კავკასიის ბაზარს აწვდის გადაწყვეტილებებს: სამრეწველო, პროდუქტიული და საოფისე ბეჭდვისთვის. ასევე უწევს უზრუნველყოფას, ელექტრონული დოკუმენტაციის მართვის პროცესებს. მომდევნო ფინანსური წლიდან, კომპანია უზრუნველყოფს მოგვაწოდოს გადაწყვეტილებები, ციფრული სამუშაო ადგილისთვის (Digital Workplace ან DWP) და ვიდეო უსაფრთხოების საკითხებისთვის.

„პირველ რიგში ვგეგმავთ, ყურადღება გავამახვილოთ, პირდაპირი გაყიდვებისა და საპარტნიორო ქსელების განვითარებაზე. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს ბაზარი დინამიურად მზარდია. მომხმარებლები, საკმაოდ კარგად ხვდებიან და იღებენ Konica Minolta-ს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, თბილისში, უკვე ერთი წლის წინ დაიწყო მუშაობა სტამბამ, რომელმაც ფსონი დადო IQ-501 მოდულის ხარისხის ავტომატურ კონტროლზე. გარდა ამისა, ბაზარი, ასევე დაინტერესებულია, ინდუსტრიული ბეჭდვის გადაწყვეტილებებით. ჩვენ უკვე გავმართეთ, რამდენიმე წარმატებული შეხვედრა, პოტენციურ კლიენტებთან და ვემზადებით, რომ ჩავუტაროთ კონიკა მინოლტას ინდუსტრიული გადაწყვეტილებების, დიდი დემოტური, ევროპულ შოურუმში,“ – ამბობს პროექტის უშუალო მონაწილე, „კონიკა მინოლტა უკრაინას“ მარკეტინგის დირექტორი ევგენი შილაევი.

ღრმა ინტეგრაცია კლიენტის ბიზნესში, კონსალტინგი და სისტემური პრობლემების გადაწყვეტა – ეს ის ტრადიციული ხერხები და მიდგომებია, რომლითაც კავკასიაში „კონიკა მინოლტა“ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარებას გეგმავს და რითაც კომპანია, კონკურენტებისგან განსხვავდება.

„ჩვენ ვაშენებთ ურთიერთობებს კომპანიებთან, არა „კლიენტი-მომხმარებლის“ პოზიციიდან, არამედ „პარტნიორი-პარტნიორის” პოზიციიდან და მიზნად ვისახავთ საიმედო პარტნიორად გახდომას, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის წარმატებით და სისტემურად განვითარებაში.

შემდგომი ფინანსური წლის შედეგებით:

  • ვგეგმავთ საკვანძო პოზიციის დაკავებას მრავალფუნქციური მოწყობილობების ბაზარზე A3 ფორმატის ბეჭდვისათვის.

  • განზრახული გვაქვს ჩამოვაყალიბოთ ბეჭდვის აუთსორსინგის ბაზარი, რადგან მოცემულ მომენტში, აღნიშნული მიმართულება კავკასიაში ჩამოყალიბების ეტაპზეა.

  • ბაზარზე გამოგვარჩევს საკუთარი საწყობისა და ლოგისტიკის, სერვისული ინჟინრების, გაყიდვების პირდაპირ არხის, უნიკალური მიდგომისა და რაც მთავარია, საკუთარი ინვესტიციების არსებობა.

  • ვსარგებლობთ სერვისული ბიზნესის აგების სისტემური მიდგომებით, ვნერგავთ აუთსორსინგის სისტემას.

  • ვატარებთ კლიენტებისათვის ბეჭდვის ინფრასტრუქტურის აუდიტს.

  • გამოვიყენებთ იმ გამოცდილებას, რაც შევიძინეთ უკრაინაში ბიზნესის ტრანსპორტმაციის დროს.

როგორც კომპანია, რომელიც გვთავაზობს აუთსორსინგის მომსახურებას, თავადაც აქტიურად ვიყენებთ მას, შესაბამისად, ვახდენთ ინვსეტირებას ქვეყნის ინფრასტრუქტურაში. გარდა ამისა, გვესმის, რომ საჭიროა აღნიშნული ინფრასტრუქტურის აგება.

ჩვენი მიზანიადავეხმაროთ კავკასიაში ბიზნესს, რათა დოკუმენტ ბრუნვის ავტომატიზაციისადმი თანამედროვე მიდგმომების ხარჯზე, გადავიდეს უფრო მეტად აქტიურ დონეზე, როგორც ეს ევროპაში მუშაობს.

კომპანია ვალდებულებას იღებს საკუთარი თანამშრომლებისათვის უზრუნველყოს სოციალური დაცვის მაღალი დონე და გარანტიები ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად“, -აცხადებს „კონიკა მინოლტა“ უკრაინას რეგიონალური გაყიდვების დირექტორი, სერგეი ნიზიკი.

 

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g