LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსი ბოლო ერთ თვეში 400-ზე მეტ ტურისტს დაუდასტურდა: გამყრელიძე

93
ამირან გამყრელიძე

საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსი 400-ზე მეტ ტურისტს დაუდასტურდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაზრდილი მობილობა შემთხვევბის ზრდის ერთ-ერთი რისკფაქტორია:

“დღეს საკოორდინაციო საბჭოს მივაწოდე ინფორმაცია, რომ ტურისტებში ბოლო ერთ თვეში ვირუსის 400-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული.

ვაუწყე მათი იზოლირების შესახებაც. გაზრდილი მობილობა, რა თქმა უნდა, შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი რისკფაქტორია. 400 ტურისტიდან ვირუსი ზოგს ადგილზე, ზოგს შემოსვლის შემდეგ დაუფიქსირდა. შტამებზე ვერ გეტყვით.” – განაცხადა გამყრელიძემ.

დღესვე, ქვეყანაში ე.წ. “დელტა” შტამის გავრცელებაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, “დელტა” შტამის კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა, მისი შესაძლო გავრცელება კი დაახლოებით, 10-დან 20%-მდეა.

პოპულალურები