LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 10-ით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა

124
Capture

საქართველოში “კოვიდ 19”-ის კიდევ 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში მათმა რიცხვმა 1049-ს მიაღწია.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 3 ადამიანი და მთლიანობაში კორონავირუსი ქვეყანაში 903 ადამიანმა დაამარცხა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

გარდაცვლილთა რაოდენობა გუშინ გაიზარდა და საერთო ჯამში ვირუსმა 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5534, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 267 ადამიანი იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g