საქართველოში “კოვიდ 19”-ის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 1182-ს მიაღწია. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი და საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსი უკვე 962 -მა ადამიანმა დაამარცხა. ინფიცირიების 17 შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
ამ ეტაპზე, კარანტინის რეჟიმში 7007, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 280 ადამიანი იმყოფება
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ სამია.