LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით განკურნებული ადამიანები გვეყოლება: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც საკარანტინო სივრცეს დატოვებს

2778
BBYCbjy

საქართველოში დიდი ალბათობით კორონავირუსით განკურნებული ადამიანები გვეყოლება. ამის შესახებ „ფორტუნას“ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ხვალ მე-15 დღე გახდება, რაც საქართველოში კორონავირუსი დადასტურდა და გაკეთდება შესაბამისი ტესტი.

„საქართველოში კორონავირუსით განკურნებულები გვეყოლება. განმეორებითი ტესტები ჯერ არ ტარდება. ვირუსსზე ტესტს მე-15 დღეს ავიღებთ. ხვალ გადის ერთი პაციენტისთვის მე-15 დღე. გამოჯანმრთელებული ადამიანი ჩვეულებრივ დაუბრუნდება ცხოვრების რიტმს. ისინი ვირუსის გადამტანები აღარ არიან“, – აცხადებს სააგენტოსთან საუბარში მარინა ენდელაძე.

კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც საკარანტინო სივრცეს დატოვებს, მარინა ენდელაძე პასუხობს, რომ მან უნდა შეასრულოს ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი ზაზა ავალიანი „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ადამიანზე, რომელიც საკარანტინო სივრცეს დატოვებს, შემდგომი დაკვირვება აუცილებელია.

„ადამიანზე, რომელიც საკარანტინო სივრცეს დატოვებს, შემდგომი დაკვირვება ყველა შემთხვევაში აუცილებელია. ეს ეხება არა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც კარანტინში იყვნენ, არამედ მათ, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ჩემი რეკომენდაცია იქნება, ყველა შემთხვევაში ინფორმაცია გადამოწმდეს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. დღეს აბასთუმნიდან ორი პიროვნება გაეწერა. მათ მიეცათ რეკომენდაცია, თუ გამოუვლინდებოდათ ვირუსის ნიშნები, დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის აუცილებლად მიემართათ.

თავს უფლებას მივცემ და ყველას მივცემ ერთ რეკომენდაციას. დაუდასტურებელ და არაარგუმენტირებულ ინფორმაციის დაჯერებას მოვერიდოთ. ეს შეიძლება ახალი პანიკის საფუძველი  გახდეს და გარკვეული დისონანსი შეიტანოს ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლაში. გადაუმოწმებელი ინფორმაცია ძალიან ბევრია. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესა თუ ის მედიკამენტი შველის კორონავირუსს, გაჟღერდა კონკრეტული მედიკამენტი, რაც კორონავირუსს კურნავს, რომელიც თურმე ადგილობრივად მოქმედებს და იმუნიტეტს აძლიერებს. ასეთ ინფორმაციებს არ უნდა ვენდოთ. ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, დავუჯეროთ ამირან გამყრელიძეს და ხელები ხშირად დავიბანოთ“, – განაცხადა ზაზა ავალიანმა „ფორტუნასთან“ საუბარში.

კორონავირუსით დაინფიცირებული 100 წლის კაცი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსისგან განკურნებული კაცი 1920 წლის თებერვალშია დაბადებული და მან 100 წლის იუბილე ცოტა ხნის წინ აღნიშნა.

 

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის მხოლოდ 15 შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა პაციენტი სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებებში მკურნალობს. კარანტინის რეჟიმში – 178, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56 პირი რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g