საქართველოში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თბილისში გარდაიცვალა – 13 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 4, შიდა ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 499 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 470 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ახალი ანტირეკორდი: 2 927 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 2 470
