LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

114
korona-890x395-c

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ერთით გაიზარდა

მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stop.cov.ge-ზე განახლდა.

გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცია, რომელიც ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა. ის მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. 

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 924 შემთხვევაა დადასტურებული

„პაციენტი გარდაიცვალა გუშინ, 12 საათსა და 40 წუთზე. ის იყო კრიტიკულად მძიმე პაციენტი, 82 წლის კოვიდინფიცირებული, რომელსაც ჰქონდა მრავალი თანმხლები დაავადება. დანარჩენი პაციენტების მსგომარეობა სტაბილურია, თუმცა ასევე გვყავს კიდევ ერთი კრიტიკულად მძიმე ინფიცირებული, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება“, – აცხადებენ კლინიკაში.

ვირუსს ქვეყანაში სულ 15 ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g