LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს – პრეზიდენტი

154
imedinews-29

“საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს”,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გურიაში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

პრეზიდენტმა საქართველოში ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ არსებული კრიმინალური მდგომარეობა თანამედროვე მსოფლიო სენია და არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება.

“მე სხვაგანაც მიცხოვრია და ზუსტად ვიცი, რა არის კრიმინალური მდგომარეობა, რაც ყველგან ხდება, სამწუხაროდ. ეს არის თანამედროვე მსოფლიოს სენია და აქ ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება. საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს. და მგონი, ის არის ძალიან მძიმე, როცა ქვეყანაში ტელევიზიებიდან მხოლოდ ეს გვესმის დილიდან საღამომდე. ეს ჩვენს ახალგაზრდობასა და მათ ფსიქიკაზე ძალიან ცუდად აისახება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ადამიანებს ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში ვაცხოვრებთ. ვფიქრობ, ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, ცოტა დავწყნარდეთ, ყველაფერს ცოტა დისტანციაზე შევხედოთ. არ უნდა დავუშვათ კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება, მაგრამ ეს მონსტრი არ უნდა გავხადოთ, როგორიც არ არის ამ ქვეყანაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g