LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში ლგბტ პირების უფლებები დაცულია, მათდამი ზიზღი არ გვაქვს, ერთ თმის ღერს არავინ ჩამოუგდებს, არც ეკლესიის მხრიდან, არც მთავრობის მხრიდან“ – მეუფე ანტონი

164
მეუფე ანტონ ბულუხია

მათდამი ზიზღი არ გვაქვს, ერთმანეთთან თანაცხოვრება შეგვიძლია, უბრალოდ არის პროპაგანდის ელემენტები, რეკლამები, გამოსვლები, თორემ მათი პიროვნება დაცულია, ერთ თმის ღერს არავინ ჩამოუგდებს, არც ეკლესიის მხრიდან, არც მთავრობის მხრიდან, – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონ ბულუხიამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უნდა დავიცვათ ერთმანეთი და ვთქვათ, „მე შენ არ შეგეხები, შენ მე არ შემეხები“, დავდოთ ეს პირობა და ყველაფერი მოგვარდება.

„მათდამი ზიზღი არ გვაქვს, ჩვენ ერთმანეთთან თანაცხოვრება შეგვიძლია, უბრალოდ, აქ არის პროპაგანდის ელემენტები, თორემ დაცულია მათი უფლებები საქართველოში, თუნდაც ეკლესიიდანაც. უბრალოდ, რასაც ჰქვია რეკლამები, გამოსვლები, თორემ მათი პიროვნება დაცულია, ერთ თმის ღერს არავინ ჩამოუგდებს, არც ეკლესიის მხრიდან, არც მთავრობის მხრიდან. ვიღაცები შუღლს აღვივებენ, თითქოს ჩვენ გვდევნიანო. არ ვდევნით, თანაცხოვრება შეიძლება, უბრალოდ იმ პირობით, რომ შენში არ ვიჭრები, შენ ჩემში ნუ შემოიჭრები. საკანონმდებლო დონეზე საჭიროებას ვხედავ. როგორც ჭადრაკშია, მესამე, მეოთხე სვლა, ერთი თუ დათმე, მერე აქეთ შემოდის, ამიტომ მოდი, დავიცვათ ერთმანეთი, არ დავხუჭოთ თვალი, ვთქვათ, შენ შენს ადგილზე იდექი, მე ჩემს ადგილზე ვიდგები“, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

„აიკრძალება სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება… დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება“ – „ოცნებამ“ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კანონების პაკეტი დააინიცირა

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ კანონების პაკეტი დააინიცირა.

„სრული მხარდაჭერა ლგბტქი ადამიანებს! ჩვენი სხეულებით გადავეფარებით“ – თამთა მიქელაძე