22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 962 165 აცრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 675 978 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 23.7%.
სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 10.0%
21 აგვისტოს აიცრა 23 303 ადამიანი.