LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მსხვილი გაზის საბადო აღმოაჩინეს – „ქვეყანას რვა წლის ბუნებრივი აირის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეეძლება“

665
620732750

ქვეყანაში 16 მილიარდი მეტრ კუბის მოცულობის ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა, მისი სრულად ათვისების შემთხვევაში კი, საქართველოს რვა წლის ბუნებრივი აირის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეეძლება. აღნიშნულ საკითხზე BMGTV-ის ეთერში გადაცემაში „საქმის კურსი“ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი თბილისის მახლობლად, კომპანია “შლუმბერჟეს” მიერ ჩატარებული ჭაბურღილით დადასტურდა. ამჟამად, ლიცენზიის ოპერატორია კომპანია “ბლოკ ენერჯი”, რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

„ბლოკ ენერჯი უბრუნდება ამ პროექტს უკვე დადასტურებული გეგმით, სავარაუდოდ ეს დაიწყება ამ წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში. აქ ჩასატარებელია ჰორიზონტალური ბურღვები, რათა უფრო მეტი ქანი მოიცვას და უფრო მეტი კომერციული გაზი მოიპოვოს. ამის პარალელურად, ძველ ჭაბურღილებშიც აკეთებს ჰორიზონტალურ ბურღვებს “ბლოკ ენერჯი”, რამაც 80%-ით გამოიწვია გაზის ამოღების ზრდა“, – განაცხადა „საქმის კურსის“ ეთერში გიორგი ტატიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, “ბლოკ ენერჯის” აქვს 30 მილიონი კუბური მეტრის ამოღება, რაც არის მაგალითად, თელავის ან საგარეჯოს მოხმარების ტოლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები