ქართული კომპანია ”ჯეოილი” მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში აღიარებული ბრენდების AIMOL/აიმოლისა და MOL/მოლის პრემიუმ კლასის ზეთებს, როგორც მსუბუქი ავტომობილების, ასევე მოტოციკლეტების, მძიმე ტექნიკისა და საწარმოო დანადგარებისთვის.
როგორც კომპანიის დირექტორმა, მედეა ჯინჯიხაძემ აღნიშნა, ,,ჯეოილი” გამოირჩევა პროდუქციის მრავალფეროვნებით. აქ ქართველ მომხმარებელს დაახლოებით 800 დასახელების ხარისხიანი პროდუქციის არჩევის შესაძლებლობა აქვს.
”ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მესიჯი, საქმის დაწყების დღიდან, ხარისხი და გამჭირვალობაა და ვპირდებით მომხმარებელს გარანტირებულ ხარისხს ყველა ეტაპზე.
,,ჯეოილის“ ამოცანა გახლავთ საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების ხარისხის დეფიციტის აღმოფხვრა. ჩვენ ქართულ ბაზარზე შემოგვაქვს როგორც მსუბუქი ავტომობილების (მინერალური, სინთეტიკური, სპორტული), სკუტერების, მოტოციკლების, ასევე კომერციული ტრანსპორტის, სამრეწველო, კვების მრეწველობისა და ინდუსტრიული დანიშნულების საცხებ-საპოხი მასალები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოწყობილობების წარმოუდგენელ დაცვასა და დაბალ საექსპლუატაციო დანახარჯს.
პროდუქციაში საკმაოდ მნიშვნელოვანია სპორტული ხაზი. ამ მიმართულებით მომხმარებელს ვთავაზობთ პრემიუმ კლასის ზეთებს, რომლებიც სპეციალურად ფორსირებული, სპორტული და მაღალი სიმძლავრის ძრავებისთვისაა შექმნილი. გამოიყენება მაღალ ტემპერატურულ დიაპაზონში მუშაობისას, რომლის დროსაც სიბლანტის სტაბილურობაა საჭირო.
სიახლე გვაქვს ასევე ფაბრიკების, ქარხნებისა თუ სხვადასხვა მრეწველობის ობიექტებისთვის, რომლებსაც ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული დანიშნულების ზეთებს, როგორც ვიცით, მსოფლიოში ეკოლოგიისა და ჯანმრთელობის მნიშვნელობა დიდი ხანია შეფასებულია და კვების მრეწველობის მესვეურებს არ ენანებათ ხარისხიანი საპოხი მასალების შეძენა: საქართველოში ამ პრაქტიკის დასაწყისი იგრძნობა მხოლოდ, თუმცა ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის ვისურვებდი, კვების მრეწველობაში გამოსაყენებელი საცხებ-საპოხი მასალების სტანდარტების შესაბამისობის სერტიფიცირების დანერგვის ტენდენციას. ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროდუქციის ამ ხაზის ტექნიკური სპეციფიკაციებიც არის უნაკლო და შეესაბამება (NSF–ის InS H1–ის, 3H–ისა და HX-1–ის კვების სტანდარტებს ,ასევე USP (აშშ), BP–(დიდი ბრიტანეთი) და FDA–ს (სურსათისა და წამლის ადმინისტრირების კონტროლი) სამედიცინო სტანდარტებს,“ – აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.
მისივე თქმით, ”ჯეოილის” პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ხოშარაულის 30 ნომერში.
”ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიებთან, საქართველოს ყველა რეგიონში, ჩვენი პროდუქციის დისტრიბუციის შესახებ. სამომავლოდ იგეგმება ჩვენი ტექნიკური მომსახურების სადგურების გახსნაც თბილისის სხვადასხვა უბანში და ვფიქრობთ, პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისის დანერგვას. ასევე ვაპირებთ, საბაზრო მოთხოვნების მუდმივი მონიტორინგის საშუალებით, პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას”, – განუცხადა ”ფორტუნას” ”ჯეოილის” დირექტორმა.
ცნობისთვის, ,, ჯეოილი“ ქართულ ბაზარზე 2017 წლის აპრილიდან შემოვიდა. კომპანია არის ჰოლანდიური AIMOL-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, ასევე უნგრული კომპანიის MOL ჯგუფის წარმომადგენელი.