LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შოკოლადის მწარმოებელი კომპანია შემოვიდა

152
Camille-Bloch-Swiss-chocolates

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების ხელშეწყობით, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი, შოკოლადის მწარმოებელი კომპანია – Camille Bloch შემოვიდა.

სააგენტოს ინფორმაციით, შვეიცარიული კომპანია, რომელსაც 91- წლიანი ისტორია აქვს, საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, რომლის მოსავალიც მათ საქვეყნოდ ცნობილ ბრენდებში იქნება გამოყენებული.

2021 წლის იანვარში დაიწყება პირველი 50 ჰექტარის დარგვა, მთლიანობაში კი პროექტი 650 ჰექტარზე გაშენებულ პლანტაციებსა და ნედლეულის გადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 10 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ კომპანიასთან მოლაპარაკება რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. პროცესში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები