ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის 24 შემთხვევა დადასტურდა.
„პირველი ორი შემთხვევა, რომელიც დადასტურდა ორშაბათს, მათი კონტაქტების გამოკვლევა მოხდა და ყველას დაუდასტურდა, ყველა მათგანი ვაქცინირებული იყო,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ სააკორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.