LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში “ომიკრონის” კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა

105
ომიკრონი ერტ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ კიდევ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში „ომიკრონის“ 29 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კიდევ რამდენიმე ნიმუშზე კვლევა მიდის.

“პანდემიის დამთავრების გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. მთელი მოსახლეობის 70% უნდა იქნეს აცრილი, რომ პანდემიის დასრულებისკენ წავიდეთ.” – აღნიშნა გამყრელიძემ

მისივე განცხადებით, „ომიკრონის“ შტამმა, ბევრ სხვა ქვეყანაში, „დელტა“ შტამი თითქმის უკვე ჩაანაცვლა.

magti 5g