LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში ორჯონიკიძეები ვეღარ გაიხარებენ“ – რას წერს კლინიკაში მყოფი დავით ქაცარავა

338
დავით ქაცარავა

„ბრძოლა გრძელდება და ერთი სული მაქვს, კვლავ დავდგე თქვენს რიგებში, რათა ვიბრძოლო თქვენს მხარდამხარ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“. – – ამის შესახებ „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში წერს.

დავით ქაცარავა ამ დრომდე იგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული და მკურნალობას აგრძელებს.

„ჩემო მეგობრებო!
ვიცი, რომ უამრავი მესიჯია ჩემს ინბოქსში, სატელეფონო მესიჯებში, რომლებსაც ჩემს მოპარულ ტელეფონში პარალელურად კითხულობენ “შესაბამის სტრუქტურებში”,
სადაც თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა გამოხატული.
ბოდიშს გიხდით, რომ ვერ გპასუხობთ, მაგრამ როგორც კი გამოვჯანმრთელდები, ყველა მესიჯს სათითაოდ წავიკითხავ და ყველას უდიდეს მადლობას მოგახსენებთ ჩემი გამხნევებისთვის და მხარდაჭერისთვის!
დღეს თუ ჯანმრთელობით ცუდად ვარ, სამაგიეროდ თქვენი მხარდაჭერით ვარ მხნედ და მტკიცედ!
ბრძოლა გრძელდება და ერთი სული მაქვს, კვლავ დავდგე თქვენს რიგებში, რათა ვიბრძოლო თქვენს მხარდამხარ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
ჩვენი ბრძოლა განწირულია გამარჯვებისთვის, ვინაიდან ჩვენ, ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად ვიბრძვით!
რუსული რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!
საქართველოში ორჯონიკიძეები ვეღარ გაიხარებენ!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
ძალა ერთობაშია!
მე თქვენ მიყვარხართ“, – წერს დავით ქაცარავა.

„საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მაქვს თვალი. ოფთალმოლოგმა დაადასტურა, რომ მხედველობის დაქვეითების მაღალი რისკები არსებობს“ – დავით ქაცარავა

“დალეწილი ვარო! დაარეკვინეს ჩემთან” – მეუღლის ინფორმაციით, დაკავებული და ნაცემია “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი დავით ქაცარავა

„გადაღება მოუწყვეს ცხვირის გატეხვის და დასიხლიანების შემდეგ, თავი ააწევინეს, რომ კადრში კარგად გამოჩენილიყო მისი დაზიანებები. თითქოს ანგარიშის ჩასაბარებლად უნდოდათ ეს კადრები“ – დავით ქაცარავას მეუღლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g