LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ორთოპედიულ მატრასებს ევროპული სტანდარტებით აწარმოებენ

644

კომპანია FIT Sleep-მა ორთოპედიული მატრასების ევროპული სტანდარტებით წარმოება დაიწყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ნატო წერეთელმა ”ფორტუნას” განუცხადა, მსგავსი პრეცედენტი ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა.

”ბაზარზე კონკურენტი არ გვყავს, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ, საქართველოში ე.წ 7-ზონიან მატრასებს არავინ აწარმოებს. ეს არის უმაღლესი ხარისხის, უზამბარო ორთოპედიული მატრასები, რომელიც იდეალურად ერგება და იმეორებს სხეულის ფორმას. სწორედ ამიტომ, მატრასი არის ძალიან კომფორტული”, – განაცხადა წერეთელმა.

მისივე ინფორმაციით, მატრასი მზადდება უმაღლესი ხარისხის ღრუბლისგან , რომელსაც FIT Sleep-ს კომპანია ”დენოლა” აწვდის.  რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, ქართული ორთოპედიული მატრასები იყიდება სავაჭრო ქსელებში ”გორგია” და ”დომინო”. ამასთან, კომპანია გაყიდვებს ”ფეისბუქის” ოფიციალური გვერდის საშუალებითაც ახორციელებს.

”გასაყიდი ფასები 110 ლარიდან იწყება და 650 ლარამდე მერყეობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წარმოება ცოტა ხნის წინ დავიწყეთ, უკვე საკმაოდ დიდი მოთხოვნა არსებობს საზოგადოების მხრიდან. ჯერჯერობით თვიურად 30-40 მატრასს ვაწარმოებთ, თუმცა მოთხოვნის შესაბამისად წარმოებას გავზრდით”,- აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, FIT Sleep ახლო მომავალში უფრო დაბალ ფასიანი მატრასების გამოშვებასაც გეგმავს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ცნობისთვის, FIT Sleep-მა ორთოპედიული მატრასების წარმოება 2 თვეა დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები