LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოში პანიკის საფუძველი არ გვაქვს, კორონავირუსი ჩვენთან არ დაფიქსირებულა” – ამირან გამყრელიძე

306
AMIRAN-GAMYRELIDZE-1 (1)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, დღეს გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკები მინიმალურია და პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს. მისივე განმარტებით,  ქვეყანაში ჯერჯერობით აღნიშნული ვირუსით ინფიცირების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას მცირეწლოვან ბავშვთან დაკავშირებით, დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მას გრიპის ვირუსი აღმოაჩნდა.

ამირან გამყრელიძემ ასევე კოიმენტარი გააკეთა ბათუმში ჩინელი მოგზაურების შემთხვევასთან დაკავშირებით. ბოლო ორი დღის განმავლობაში ბათუმში ორი ჩინელი ქალბატონი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ და მათი ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში შემოწმდა, თუმცა ლაბორატორიულად მათ კორანავირუსი არ დაუდასტურდათ.

ბათუმში მყოფ ორ ჩინელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა: მათ აჭარა უკვე დატოვეს

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ინფორმაციის გასავრცელებლად ონლაინლექციები დაიწყება, რომელსაც ეპიდემიოლოგები და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ჩაწერენ, რომელიც  ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

“კარგად იქნება ახსნილი ამ დაავადების შესახებ ყველაფერი და სასურველია, რომ ეს ყველამ ნახოს და გააზიაროს”, — განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, სახელმწიფო პრევენციისთვის სხვადასხვა ნაბიჯებს დგამს და სამედიცინო ქსელი მზადყოფნაშია, სხვადასხვა უწყებები კი კოორდინირებულად მუშაობენ.

“არსებობს საკმარისი რაოდენობა პირადი დაცვის საშუალებებისა, რომლითაც სამედიცინო პერსონალმა უნდა იმუშაონ დაინფიცირებულ ადმიანთან”, — აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს ურიგდება სპეციალური სამენოვანი ბუკლეტი, სადაც მითითებულია ვირუსის შესაძლო სიმპტომები და მსგავსი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ცხელი ხაზის ნომერსაც სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g