LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველად, კანიონზე 240 მეტრის სიმაღლეზე გადაჭიმული მინის ხიდი იხსნება

25122
default

წალკის (დაშბაშის) კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი და სხვადასხვა ატრაქციები, მათ შორის, რესტორანი და ზიპლაინი 14 ივნისს იხსნება. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც პროექტის განმახორციელებელი კომპანია KASS LAND-ის დირექტორს ესაუბრა.

ეკა თორდიას ინფორმაციით, აშენდა ეკოტურისტული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე სასტუმრო, კოტეჯი, რესტორანი და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. როგორც თორდიამ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, საწყის ეტაპზე, ფუნქციონირებას 20 კოტეჯი დაიწყებს. ამავე სეზონზე კოტეჯების რაოდენობა 62-მდე გაიზრდება. რაც შეეხება სასტუმროს, მისი გახსნა მომავალი წლისთვის იგეგმება.

შეგახსენებთ, საქართველოში პირველად, დაცულ ტერიტორიაზე – წალკის კანიონზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც ყველაზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს. პროექტს ისრაელური კომპანია KASS LAND ახორციელებს. ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს.

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული წალკის კანიონის ნაწილი გაიხსნა

წალკის კანიონი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც ბუნებრივი მრავალფეროვნებითა და პეიზაჟებით საოცარ სანახაობას სთავაზობს დამთვალიერებს. კანიონი ქ.თბილისიდან 1 საათის სავალ მანძილზე, 60 კმ-ის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. ახალი პროექტი, რომელიც წალკის კანიონზე ხორციელდება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის, განსაკუთრებით კი, რეგიონის ეკოტურიზმის განვითარებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g