LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული წალკის კანიონის ნაწილი გაიხსნა

4250
Untitled

წალკის, იგივე დაშბაშის კანიონის ნაწილი გაიხსნა. როგორც პროექტის განმახორციელებელ კომპანია KASS LAND-ში აცხადებენ, პანდემიის მიუხედავად ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები წალკის კანიონზე არ შეჩერებულა. ამ ეტაპზე, დასრულებულია და გაიხსნა ვიზიტორთა ცენტრი, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია დაცულ ტერიტორიაზე მოგზაურობის შესახებ. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს. მათივე ცნობით,  ასევე მოეწყო კანიონში ჩასასვლელი ბილიკი, სიგრძით 1.5 კმ (ერთი გზა),  პანორამული გადმოსახედებით, საიდანაც კანიონის ულამაზესი ხედები იშლება. ბილიკი ვიზიტორს კანიონის კასკადურ ჩანჩქერებამდე მიიყვანს და უზრუნველყოფს მათ მარტივ და უსაფრთხო გადაადგილებას.

რაც შეეხება 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდს, მისი გახსნა 2022 წლის გაზაფხულისთვის გადაიდო.

შეგახსენებთ, საქართველოში პირველად, დაცულ ტერიტორიაზე – წალკის კანიონზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც ყველაზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს. პროექტს ისრაელური კომპანია KASS LAND ახორციელებს. ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის მიხედვით, კანიონზე უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა დაკიდებული შუშის კაფე-ბარით, საიდანაც შთამბეჭდავი ხედი გადაიშლება.

წალკის კანიონი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც ბუნებრივი მრავალფეროვნებითა და პეიზაჟებით საოცარ სანახაობას სთავაზობს დამთვარიელებელს. კანიონი ქ.თბილისიდან 1 საათის სავალ მანძილზე, 60 კმ-ის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. ახალი პროექტი, რომელიც წალკის კანიონზე ხორციელდება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის, განსაკუთრებით კი, რეგიონის ეკოტურიზმის განვითარებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g