LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალკაში იარაღით მოკლული მიუსაფარი ძაღლის საქმეზე ბრალდებული 3 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

169
წალკაში მოკლულ ძაღლზე მოძალადე თავისუფალია

სასამართლომ წალკაში იარაღით მოკლული მიუსაფარი ძაღლის საქმეზე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გადაწყვეტილება წალკის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლემ მიიღო და ბრალდებული 3 ათას ლარიანი გირაოთი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს, შსს-ის თანამშრომლებმა წალკაში დააკავეს პირი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი იარაღით მოკლა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, როგორ ესვრის მოქალაქე მიუსაფარ ძაღლს მანქანიდან, შემდეგ კი გადმოდის და დაჭრილ ცხოველს დამიზნებით კიდევ რამდენჯერმე ესვრის.