LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დააკავეს პირი, რომელმაც წალკაში მიუსაფარი ძაღლი იარაღით მოკლა

228
fot (1)

წალკაში ძაღლის იარაღით მოკვლის ფაქტზე ბრალდებული დაკავებულია.

ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ესვრის მოქალაქე მიუსაფარ ძაღლს მანქანიდან, შემდეგ კი გადმოდის და დაჭრილ ცხოველს დამიზნებით კიდევ რამდენჯერმე ესვრის.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g