კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით სამი პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივები ამბობენ, რომ დაღუპულ ბიჭებს მცირეწლოვანი შვილები დარჩათ. ერთ-ერთი კი მრავალშვილიანი იყო.
“ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, საშინელი დღე გათენდა, 4 ახალგაზრდა კაცი აღარ არის ცოცხალი. ბიჭებს მცირეწლოვანი შვილები დარჩათ. ამბობენ, ერთი მრავალშვილიანი მამა იყო და 5 შვილი ჰყავდაო. გლოვაა წალკაში, ყველა განიცდის ამ საშინელ ამბავს. გარდაცვლილებიდან ორს ვიცნობდი, გია ფირცხელიანს და ამირან გურჩიანს. ძალიან მეცოდება ყველა და მათი ოჯახები. აქციაზე იყვნენ გუშინ წასულები და იქიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ეს ფაქტი მოხდა. ძალიან ვწუხვართ ყველანი და დიდი დანაკლისია ასეთი ახალგაზრდების დაღუპვა“, – ამბობს ადგილობრივი.
წალკაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა