LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველად სტარტაპ სასტუმროების დაფინანსება იწყება

104

”თიბისი ბანკი” პროგრამა „სტარტაპერის“ ფარგლებში ინოვაციურ პროექტს -„სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის“ იწყებს და ტურიზმის მიმართულებით დაინტერესებულ პირებს უპრეცედენტო პროდუქტს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ”თიბისი ბანკი” ავრცელებს.

პროექტის – „სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის“ ფარგლებში, ”თიბისი ბანკი” დააფინანსებს, როგორც ბიზნესიდეას ახალი სასტუმროების ასაშენებლად (საოჯახო სასტუმრო, ჰოსტელი, აპარტამენტი, ტურისტებზე გათვლილი განთავსების სხვა საშუალება) ისე არსებულ სასტუმროებს.  პროდუქტის უპირატესობა და უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ სესხის ძირის დაფარვას მეპატრონე სატუმროს შემოსავლების მიღების შემდეგ დაიწყებს.

”პროექტის ფარგლებში, სტარტაპსესხის გამოყენება შესაძლებელია სასტუმროს ასაშენებლად, შესაძენად, გასარემონტებლად ან მის მოსაწყობად სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. პროექტში ჩართვა იმ სასტუმროებს შეუძლიათ, რომლებიც ტურისტულად აქტიურ რეგიონში მდებარეობს. „სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის“ განკუთვნილია როგორც მიკრო, ისე მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის. სესხის მინიმალური მოცულობა 20 000 ლარია, ხოლო მაქსიმალური – 3, 500 000 ლარი. საშეღავათო პერიოდია მაქსიმუმ 30 თვე, რომელიც მოიცავს მშენებლობა/რემონტისა და ოპერირების პერიოდს. სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა 120-150 თვეა.

პროექტით -„სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის“ სარგებლობისას, შესაძლებელია პარალელურად EBRD-ისა და „აწარმოე საქართველოში“ პროექტებში მონაწილეობაც, რაც სასტუმროების მფლობელებისთვის დამატებითი შეღავათსა და სარგებელს წარმოადგენს. პროექტის მიზანია ქვეყანაში სტარტაპგარემოსა და ტურიზმის ხელშეწყობა და განვითარება”, – აცხადებენ ”თიბისი ბანკში”.

მათივე ცნობით, ცოტა ხნის წინ ”თიბისი ბანკმა” სტარტაპერებს კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი – სტარტაპ აგროსესხიც შესთავაზა. პირველად, საქართველოში, აგროსექტორით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დაიწყონ და განავითარონ სოფლის მეურნეობის ისეთი მიმართულებები როგორიცაა, მაღალპროდუქტიული პირუტყვის და მეფრინველეობის ფერმები, მაღალტექნოლოგიური სასათბურე, საკალმახე, პროდუქციის შესანახი სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები.

”სტარტაპ აგროსესხით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მათ პროდუქტით სარგებლობის მომენტში საკმარისი ფინანსური უზრუნველყოფა აღებული ფინანსური ვალდებულების დასაფარად. სტარტაპერებს შესაძლებლობა აქვთ, ერთრდოულად ისარგებლონ ორივე პროდუქტით.  პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე განაცხადის შევსება შესაძლებელია თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე პროგრამა სტარტაპერის ვებგვერდზე www. startuperi.ge”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g