LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველი ანტისაზვავე სისტემის მონტაჟი იწყება

167
wofullsizeti9ace0

საქართველოში პირველი ანტისაზვავე სისტემის მონტაჟი წელს გუდაურში დაიწყება. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის თამაზ გამცემლიძის თქმით, ანტისაზვავე სისტემის პროექტის ღირებულება 21 მილიონი ლარია.

„გუდაურში აბსოლუტურად ახალ ანტისაზვავე სისტემას ვაყენებთ. ესაა ევროპული სტანდარტების 21 მილიონიანი პროექტი. მშენებლობა გაგრძელდება ერთ წელი და მომავალ წელს დასრულდება. პროექტში შვეიცარელი ექსპერტები იყვნენ ჩართულნი. ამჟამად ჩამოსულები არიან ფრანგი სპეციალისტები, რომლებიც ზამთარს საქართველოში გაატარებენ და ყველა რისკს შეისწავლიან და შესაბამის ანგარიშს მოამზადებენ”, – აცხადებს გამცემლიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g