საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, 26 ოქტომბერს, ვილა მოსავალში, პირველი უგლუტენო რთველი გაიმართება.
ღონისძიების შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ დაწვრილებით ისაუბრა ქეთი ტაბატაძემ, საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა:
უგლუტენო რთველი 11:00 საათიდან დაიწყება. ღონისძიების სტუმრებისთვის სხვადასხვა მასტერკლასი ჩატარდება:
- ხინკლის მოხვევა – უგლუტენო ცომით
- ხაჭაპურის მომზადება – უგლუტენო რძის პროდუქტებითა და ფქვილით
- ყურძნის დაწურვა საწნახელში
- ჩურჩხელების ამოვლება
ღონისძიებაზე დასასწრებად დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის ფეისბუკ გვერდს.
შეგახსენებთ, ცელიაკია წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებით მიმდინარე ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც მარცვლეულ კულტურებში (ხორბალში, ჭვავსა და ქერში) არსებული ცილა გლუტენის მიმართ მგრძნობიარე პირებს უვლინდებათ. ცელიაკიის მართვა გლუტენისგან თავისუფალ კვებას გულისხმობს. დიეტა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება.
