LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება – შარლ მიშელი განცხადებას ავრცელებს

62
1126de22-f43b-45d8-a6aa-e3f798e46eaa-640

“ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

როგორც მიშელი აღნიშნავს, საქართველოს პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება.

ის შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა განეხილათ საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები.

რაც შეეხება თავად განცხადებას, მასში შარლ მიშელი აღნიშნავს, რომ 19 აპრილის ხელშეკრულება განაგრძობს ქვეყნის გზას ევროპისკენ, უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისკენ, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობისა და  სამუშაო ადგილების ზრდას – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის სასარგებლოდ.

მე ვერ ვხედავ სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმებისა და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების გარდა სხვა ალტერნატივას.

მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ რიგში დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და აიღონ ვალდებულება, ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში.

საქართველოში იწყება კონსულტაციები რიგ პოლიტიკურ აქტორებთან. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სიტუაციისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად.” – წერია შარლ მიშელის მიერ გავრცელებულ სპეციალურ მიმართვაში.

 

magti 5g