საქართველოში სპეციალურად ქალბატონებისთვის ტაქსის პირველი სერვისი შეიქმნა სახელწოდებით TaxiWoman, რომელიც განკუთვნილია როგორც ქალბატონებისთვის, ასევე 16 წლამდე მოზარდებისთვის. აქ მოგემსახურებათ მხოლოდ ქალი მძღოლი, დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
„თუ გსურთ, იმგზავროთ მეტად უსაფრთხოდ და მშვიდად – გააკეთეთ არჩევანი ჩვენზე!“, – აცხადებენ TaxiWoman-ში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ეტაპზე, TaxiWoman ეძებს ქალ ლიცენზირებულ, ან არალიცენზირებულ მძღოლებს სამუშაოდ, ავტომობილის მართვის, სულ მცირე, 3 წლიანი გამოცდილებით.
ახალი კომპანია უკვე აპლიკაციის შექმნაზეც მუშაობს, რომლითაც მომხმარებელი TaxiWoman-ს უმარტივესად გამოიძახებს.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ სრულიად ახალი წამოწყება – კომპანია, აპლიკაციას დრო სჭირდება, თუმცა პროცესშია და ვიმედოვნებთ, რომ მალე გვექნება სრული კომფორტი გამოძახების. რაც შეეხება აპლიკაციამდე ტაქსით სარგებლობას – ეს იქნება სატელეფონო ზარებით“, – აცხადებენ TaxiWoman-ის მენეჯმენტში.